მეფე ერეკლეს გოგირდის სპა აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის
ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: 900-1500₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
- ჯავშნების მიღება და კომპიუტერულ პროგრამაში
შეყვანა;
- კომპანიის პროდუქტის შეთავაზება;
- მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი
სტანდარტის დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა ქართულ, რუსულ და ინგლისურ
ენებზე გამართული მეტყველების უნარი;
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის
უნარი საბაზისო დონეზე;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
(სასურველია).
პიროვნული თვისებები:
- მუშაობის მაღალი მოტივაცია;
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)
თანდართული ფოტოსურათით.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვაკანსიას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაგზავნოთ
რეზიუმე, თუ სრულად აკმაყოფილებთ მოთხოვნებს.