სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში.
გეფა-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop და AFFLELOU.
გეფა, როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!
ბრენდი: ფარმადეპო & ჯპს
სამუშაო განაკვეთი: ცვლები/გრაფიკები
ჩვენს თანამშრომელს ვთავაზობთ:
- ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს;
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში;
- პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდსა და სამუშაო გარემოს.
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
- სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- იცის და აინტერესებს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პარაფარმაციის ხაზი;
- აქვს საოფისე და სააფთიაქე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- არის ლოიალური და კეთილგანწყობილი;
- ან ეძებს ფარმაცევტულ სფეროში თავის პირველ სამსახურს.
რა იქნება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!
- აფთიაქის დარბაზში პარაფარმაციის, ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის საშუალებების, სამკურნალო კოსმეტიკის პროდუქციის რეალიზაციაზე ზრუნვა;
- მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- სალარო აპარატთან მუშაობა და რეალიზაციის პროგრამული ასახვა;
- პროდუქციისა და დარბაზის სივრცის მერჩენდაიზინგის სტანდარტის შესაბამისად განლაგება და კონტროლი;
- აფთიაქში არსებული პროდუქციის აღწერაში მონაწილეობის მიღება.
რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/hUb6ztt
"გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!