„აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოფიცერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
ვიდეო მონიტორინგის განხორციელება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
მომხდარი დარღვევების დაფიქსირება;
უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დადგენილი დარღვევების მონიტორინგი, პრევენცია და აღკვეთა.
კომპანიის ობიექტების ტერიტორიაზე საფრთხისა და რისკის შემცველი გარემოების მიმართ მყისიერი რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი პირებისათვის, მათ შორის უსაფრთხოების ოფიცრებისთვის;
უსაფრთხოების დადგენილი ნორმების დარღვევების გამოვლენა და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება;
სახანძრო უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი და რეაგირება;
კრიზისული სიტუაციების მართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშის მომზადება;
ნებისმიერი სახის ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფა: საპატრულო პოლიციის, სახანძრო და სამედიცინო დახმარების გამოძახება საჭიროებიდან გამომდინარე;
უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად ვიდეო ჩანაწერის გადამოწმება/ინფორმაციის მოკვლევა;
კოლეგისთვის ცვლის გადაბარების პროცესში დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
სამუშაო პროცესში შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დადგენილი რეკომენდაციების შესრულება;
საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სხვა თანამშრომლის მოვალეობებს მისი არყოფნის პერიოდში;
დამატებითი მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
გუნდური მოთამაშე;
პრობლემების მყისიერი აღმოფხვრის უნარი;
დაკვირვებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
კონკურენტულ ანაზღაურებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.