სტანდარტული

კონტენტის მენეჯერი

08 იანვარი - 07 თებერვალი
დეტალები
მისამართი
41 პეკინის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00

ვაკანსიის აღწერა

"extra.ge" - ის გუნდში, კონენტის მენეჯერის ვაკანსია გვაქვს


Extra ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.

ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს - 150 000 ნივთს, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში. იგი ასევე უზრუნველყოფს უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონში.

https://extra.ge/

 

კონტენტ მენეჯერის როლი მოიაზრებს:


  •  საიტზე პროდუქტის მახასიათებლების, სურათების, დასახელებების, ანოტაციების დამუშავებასა და ატვირთვას;
  • პარტნიორი კომპანიებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებული კონტენტის შემოწმებას, კონტროლს და განახლებას;
  • საიტზე ინფორმაციის (პროდუქტების, აღწერების, ფილტრების) სწორ განლაგებას;
  • მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორებას, აღმოფხვრას, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართებას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Adobe Photoshop-თან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.


 

ჩვენ გთავაზობთ:


  • მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

სამუშაო გრაფიკი:


  • 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე

 

დასაქმების ადგილი:

თბილისი, პეკინის ქუჩა N41

 


თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაგვიზიარე CV 


 

გისურვებთ წარმატებას !

 

 



 

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყონებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

მისამართი
41 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
08 იანვარი - 07 თებერვალი