პრემიუმი

ESRS რეპორტინგის/მდგრადობის სპეციალისტი

10 იანვარი - 09 თებერვალი
დეტალები
მისამართი
ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ESRS რეპორტინგის/მდგრადობის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.


პასუხისმგებლობები:


  • რეპორტინგის ფორმების შემუშავება/დანერგვა და არსებული ფორმების გაუმჯობესებაში ჩართულობა;
  • მონაცემების დამუშავება, რეპორტინგის წარმოება და წარმოებული ანგარიშის მიწოდება შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
  • შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • შესაბამისი პოლიტიკის/გაიდლაინების შემუშავება;      
  • მდგრადობის სფეროში არსებული სიახლეების შესწავლა, ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • კომპანიის სხვადასხვა მიმართულების სამსახურთან თანამშრომლობა ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების/განხორციელების მიზნით და შესაბამისი დავალებების შექმნა/მონიტორინგი;
  • პროექტისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის;
  • პროექტის დეტალური გეგმის შექმნა, დავალებების განაწილება, რისკების შეფასება და პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • ყოველთვიური მოგება-ზარალის ანგარიშის მომზადება;
  • დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენი ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • წლიური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში ჩართულობა;
  •  სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების, მდგრადობის მენეჯმენტის, გარემოსდაცვით მეცნიერებების მიმართულებით;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს ან მომიჯნავე სფეროში;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • სტრატეგიული ხედვა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზეგოჯერ დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

10 იანვარი - 09 თებერვალი