პრემიუმი

ბუღალტერი

04 თებერვალი - 14 თებერვალი
დეტალები
მისამართი
ფარსადანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
2500 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია ბეკოსაქართველოს ბაზარზე 26  წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასღტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს .

კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურეობის მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია - ცვლილება უკეთესობისკენ !

 

კომპანია ბეკო  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე :  ბუღალტერი 

სამუშაო ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი : სრული

სამუშაო საათები: 40 საათი კვირაში .

ანაზღაურება : 2500 ლარი 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :


  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით ;
  • აღნიშნულ  პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ  3  წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მათ შორის  ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა ;
  • 1C erp პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ACCA სერთიფიკატები;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონე; 

ძირითადი  მოვალეობები:


  • საბანკო ოპერაციების პროგრამულად წარმოება და  კონტროლი;
  • სალაროს გასავლისა და შემოსავლის  ორდერების შემოწმება, პროცესებთან დაკავშირებული  დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • რეალიზების გავლა , შემოწმება და შესაბამის დოკუმენტაციასთან შედარება;
  • სასაქონლო ზედნადების გამოწერა , დაკორექტირება ;
  • ხელფასების დაანგარიშება;
  • Rs.ge  -ზე მუშაობა ;
  • ძირითადი საშუალებების პროგრამულად აღრიცხვა და ჩამოწერა ; რეალიზაციისა და გადაადგილების პროცესის მართვა და დოკუმენტაციის გადამოწმება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი ;
  • რეპორტების მომზადება და მთავარი ბუღალტერისთვის  გადაგზავნა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ;


დამატებითი უნარ-ჩვევები :


  • პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი ;
  • დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი ;

 

შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად ;


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/ CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის  შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/ თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის.  თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის ( სააპლიკაციო ფორმა/ CV) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.   თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge


             ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.

 

 

მისამართი
ფარსადანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
04 თებერვალი - 14 თებერვალი