პრემიუმი

რეგიონალური განვითარების სამედიცინო მენეჯერი (თბილისი)

07 თებერვალი - 14 თებერვალი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს  ცნობილი მულტინაციონალური კომპანიის NUTRICIA-ს ( ბრენდები NUTRILON, MALUTKA)  დისტრიბუტორს  საქართველოში  აცხადებს   ქ.თბილისში რეგიონალური განვითარების სამედიცინო მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსიას.

სამედიციონო მენეჯერი როლი და მისია:

  • რეგიონის  გაყიდვების მენეჯერის როლი  არის ბრენდის ცნობიერების ამაღლება, კატეგორიის ზრდა და ბაზრის წილის მოპოვება მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდის მეშვეობით, 
  • სამედიცინო სტრატეგული გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება 
  • KOL-ებთან მუშაობის სტრატეგიის შემუშავება და  მჭიდრო ურთიერთობა 
  • პროფესიონალური და ეფექტური სამედიცინო გუნდის შექმნა.
სამედიცინო სტრატეგიის განხორციელება:

  • სამედიცინო სტრატეგიის  დაგეგმვა და განხორციელება სამედიცინო ჯგუფის მეშევობით  
  • ტრენინგების ჩატარება  და პროფესიონალური დონის სამედიცინო გუნდის შექმნა.
  • სამედიცინო  გუნდის  გაყიდვების კომპეტენციის ამაღლება და უნარების განვითარება.
  • სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება მომწოდებლის სათაო ოფისთან ერთად
  • სამედიცინო  ჯგუფისთვის ყოველთვიური გაყიდვების და სხვადასხვა დავალებების( KPI– ს) მონიტორინგი და ანგარიშგება
  • სამედიცინო  ჯგუფთან ერთად ერთობლივი ვიზიტების განხორციელება (GATE TO GATE) , ვიზიტების  შემდგომი ანალიზი გუნდათან  კომუნიკაციისთვის.
  • სამედიცინო ჯგუფისთვის  სამედიცინო მარკეტინგის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფა და დანერგვა
  • პორტფელში არსებული პროდუქტის ყოველკვიეული მონიტორინგი და მისი შემდგომი განვითარება  
  • ბრენდების სახელით მოქმედება , მისი წარდგენა, ლოილურობის ამაღლება  კონგრესებზე, სემინარებსა და სიმპოზიუმებე.
  • უზრუნველყოს და დანერგოს ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისობაში კომპანიის ყველა საქმიანობა.
KOL მენეჯმენტი:

  • KOL– ების იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კავშირის დამყარება, პორტფელში არსებული პროდუქციის გრძელვადიანი განვითარებისთვის.
განთლება და კვალიფიკაცია:

  • ბაკალავრის ან მაგისტრის განათლება, კვალიფიკაცია შესაბამის სფეროში (მაგ. მედიცინა, ბიოლოგია, დიეტოლოგია და ა.შ.)
  • სასურველია შესაბამისი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო გაყიდვების სფეროში
  • ინგლისურად და რუსულად მოსაუბრე
  • კომერციული მიდგომა ბრენდის და მთლიანად ბიზნესის განვითარებისთვის 
  • კომუნიკაციის, ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარები
  • საქმისადმი გამჭვირვალე და ეთიკური მიდგომა
  • ურთიერთობების დამყარების უნარ-ჩვევები და კომერციული ცოდნა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 
  • სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; 
  • მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
  • მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
  • ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
  • ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - 
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება’
  • შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

მისამართი
წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
07 თებერვალი - 14 თებერვალი