სტანდარტული

კონტროლის სპეციალისტი

10 თებერვალი - 15 თებერვალი
დეტალები
მისამართი
36 ქსანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1200 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას  კონტროლის სპეციალისტის  პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

ანაზღაურება : 1200 ლარი + საწვავის ხარჯის ანაზღაურება 


ფუნქცია-მოვალეობები:


  • სასაწყობო ნაშთების კონტროლი (აღწერები);
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • პრობლემური ვალებისა და სავაჭრო ობიექტების კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგის კონტროლი;
  • სავაჭრო წარმომადგენლების დებიტორული დავალიანების ანალიზი;
  • ხელშეკრულებების კონტროლი კონტრაგენტებთან;
  • რისკების დადგენა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ეკონომიური ან იურიდიული მიმართულებით);
  • Microsoft Excel-ის ცოდნა;
  • მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
  • მივლინებებისთვის მზაობა;

 

რას გთავაზობთ:


  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • სიცოცხლის დაზღვევას;
  • საწვავის ხარჯის ანაზღაურებას;
  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
  • უშუალო ხელმძღვანელებსრომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარებისრაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად;

 

 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“  ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“  ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კატეგორია
დისტრიბუცია
ლოჯისტიკა
მისამართი
36 ქსანის ქუჩა, თბილისი 0141, საქართველო
სოციალური ქსელები
10 თებერვალი - 15 თებერვალი