პრემიუმი

ადმინისტრაციული ასისტენტი - გაყიდვების ქსელის მართვისა და განვითარების დეპარტამენტი

11 თებერვალი - 20 თებერვალი
დეტალები
მისამართი
ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
ჰიბრიდული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
დეპარტამენტი
გაყიდვები

ვაკანსიის აღწერა

სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე გაყიდვების დეპარტამენტში.

 

სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

პასუხისმგებლობები:

 

  • გაყიდვების წარმომადგენლისთვის პრეზენტაციის მომზადება კომპანიაში არსებული ვადებისა და სტანდარტის დაცვით;
  • კლიენტთან სადაზღვევო პირობებზე შეთანხმების შემდგომ, ხელშეკრულების მომზადებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
  • ხელშეკრულების პროგრამულად აღრიცხვისა და დადასტურების კონტროლი კომპანიაში არსებული შიდა სტანდარტის შესაბამისად;
  • ხელშეკრულების განახლების პროცესის უზრუნველყოფა;
  • დაზღვეული პირებისთვის მომსახურების გაწევა და საჭიროებების მოგვარება მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:


  • უმაღლესი  განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და რუსულ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე


კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

კატეგორია
დაზღვევა
სლოგანი
იმოძრავე, იმოგზაურე, იმოქმედე, იცხოვრე, ჩვენ დაგაზღვევთ!
სოციალური ქსელები
11 თებერვალი - 20 თებერვალი