შპს ,,ბიუ ბიუ პლიუსი", შპს ,,ჩირინას" ახალი ხორცპროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია, რომელმაც გახსნა ახალი მაღაზიათა ქსელი, სახელწოდებით - ,,ბიუმარტი" ეძებს გამყიდველ-კონსულტანტებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იზრუნებენ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებზე. მიზანი ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საერთო ორგანიზაციული წარმატების მიღწევაა.
რატომ ჩვენ? რას გთავაზობთ:
ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
კომფორტული სამუშაო გარემო;
კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
საბონუსე სისტემა;
გუნდურობის წამახალისებელი ღონისძიებები;
თანამშრომლებზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა.
ძირითადი მოვალეობები:
პროდუქციის მიღება, დალაგება, აღრიცხვა;
კლიენტების მომსახურება;
სალარო ოპერაციების წარმოება;
ობიექტის სისუფთავის უზრუნველყოფა.
აუცილებელი მოთხოვნები:
კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
ქართულ ენაზე გამართულად საუბრის უნარი. ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასურველია, თუმცა არა სავალდებულო;
ანალიტიკური აზროვნება.
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
მოწესრიგებულობა;
კომუნიკაბელურობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
აქტიურობა და სისწრაფე.
დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირების უნარი.
ანაზღაურება: 850-1400 ლარი + ბონუსი
სამუშაო განრიგი: 9:00 სთ-20:30 სთ
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577947402