სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვ.დარასელია #4
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
- რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასამართლოში საქმის წარმოების გამოცდილება;
- MS Office -ის პროგრამების ფლობა;
ძირითადი მოვალეობები:
- სამართლებრივი დოკუმენტების - (წესდებების, დებულებების, წესების, ხელშეკრულებები) შექმნა/განახლება/თარგმნა და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის შიდა სამართლებრივი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლოში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- პროცესუალური დოკუმენტების მომზადება (სარჩელები,საჩივრები, განცხადებები და ა.შ);
- სასამართლო საქმეების მიმდინარეობის კონტროლი და მათი ანალიზი;
- სამართლებრივი კონსულტაციები(კომპანიის თანამშრომლების სამართლებრივ საკითხებზე);
- კომპანიის პარტნიორებთან იურიდიული მოლაპარაკებების მხარდაჭერა;
- მოქმედი კანონმდებლობის მუდმივი მონიტორინგი და ცვლილებების გავლენის ანალიზი კომპანიის საქმიანობაზე;
პიროვნული მახასიათებლები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გამართული მეტყველების, წერისა და პრეზენტაციის უნარი;
- მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჰიტეკო ჯგუფ"-მა დაამუშავ ოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
გისურვებთ წარმატებას !