სტანდარტული

საწყობის თანამშრომელი

12 თებერვალი - 05 მარტი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1300 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას. 

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.
 
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები: 

  • პროდუქციის აგროვება მიღებული შეკვეთის მიხედვით და სატრანსპორტო ტექნიკის დატვირთვა;  
  • მიღებული პროდუქციის დროული გადმოტვირთვა და დასაწყობება; 
  • ატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას შეფუთვის მთლიანობის უზრუნველყოფის კონტროლი;
  • სასაწყობე შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების სათანადო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა
კანდიდატის პროფილი:

  • განათლება - საშუალო
  • სასურველია სასაწყობე მეურნეობაში ან ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობა
  • ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა
რას გთავაზობთ? 

  • კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება - 1300 ლარი
  • ჯანმრთელობს და სიცოცხლის დაზღვევა
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
  • კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

კატეგორია
სხვა
მისამართი
ეგრისის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
12 თებერვალი - 05 მარტი