უძრავი ქონების კომპანია "Geo Green" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
აღწერილობა
შესაძლებლობა გაქვთ შეუერთდეთ გაყიდვების გამოცდილ გუნდს, პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოთ საქმე ადგილზე, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ცოდნა,გამოცდილება, განავითაროთ საჭირო უნარ-ჩვევები და გახდეთ წარმატებული გაყიდვების სფეროში.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მეგობრულ გარემოს/თიმბილდინგს და საქმის პროფესიონალურ დონეზე შესწავლას;
- კომპანიის ექსკლუზიურ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც სამუშაო პროცესი ბევრად უფრო მოქნილი და მარტივი ხდება;
- სხვადასხვა შემეცნებით ტრენინგებს;
- სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფას;
- კორპორატიულ ნომერს და მასზე გააქტიურებულ ულიმიტო სასაუბრო პაკეტს;
- წამახალისებელ შეჯიბრებებს;
- კარიერულ წინსვლას.
პირობები:
- კვირაში 5 სამუშაო დღე (თავად ადგენთ გრაფიკს);
- 1 საათიანი შესვენება;
- 2 დღე დასვენება (სურვილისამებრ);
- ლოკაცია: ოთარ ლორთქიფანიძის 38, (სითი მოლთან).
პრიორიტეტები:
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე ჩაითვლება პრიორიტეტად.
ძირითადი მოვალეობები:
- პორტალზე მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება;
- კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება;
- შეხვედრების დაგეგმვა/მოლაპარაკებების წარმოება;
- ხელშეკრულების გაფორმება;
- სამუშაო ბაზის მართვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV
პირველი შესარჩევი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.