პრემიუმი

ბიზნეს განვითარების სპეციალისტი

18 მარტი - 21 მარტი
დეტალები
მისამართი
61 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
ენები
ქართული, English, Русский

ვაკანსიის აღწერა

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა „ინტელიექსპრესის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში, სათავო ოფისში:


მისამართი: ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზირი, 61. ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა" II სართული

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი / 10:00-19:00

ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა საჩუქრად / ულიმიტო სასაუბრო დრო / განვითარების პერსპექტივა

ანაზღაურება: კონკურენტული, გამოცდილების მიხედვით


საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა „ინტელიექსპრესი“ წარმოადგენს მსხვილი ჰოლდინგის წამყვან კომპანიას, რომელიც სარგებლობს ევროპის ლიცენზიებით და ოპერირებს 50-მდე, ქვეყანაში 500,000-ზე მეტი მომსახურების წერტილით.


ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აფართოებს გუნდს, შესაბამის გამოცდილებასა და განვითარებაზე აქცენტირებული წევრებით, რომელთა საშუალებითაც შეძლებს ახალი საერთაშორისო ბაზრების ათვისებას, მათთან საქმიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებასა და გაყიდვების სტრატეგიების განსაზღვრას, დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად.


საქმიანობის აღწერა:


  • საერთაშორისო ბაზრების კვლევა და ბაზრებზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა;
  • პოტენციური პარტნიორების მოძიება, მათთან საქმიანი სტრატეგიების განსაზღვრა და ურთიერთობების წარმოება;
  • უცხოურ კონტრაქტებთან მუშაობა;
  • შედეგების ანალიზი და პერიოდული რეპორტების წარმოება;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
  • მარკეტინგის, გაყიდვებისა და დანერგვის გუნდებთან ერთად აქტიური თანამშრომლობა.

მოთხოვნები:


  • უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოებისა და ბაზრების ანალიზის შესაბამისი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალი დონის ცოდნა;
  • საქმიან კონტრაქტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მოლაპარაკების ეფექტური უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატივიანობა.

„ინტელიექსპრესი“ გთავაზობთ:


  • პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდსა და მეგობრულ გარემოს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • საინტერესო, მრავალფეროვან და დინამიურ სამუშაო პროცესებს.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და ინტერესები ემთხვევა ვაკანსიაში მოყვანილ პირობებს, მონაცემების გამოსაგზავნად, ეწვიეთ ლინკს: https://hel-ai.com/apply/j5ssNVYd

კატეგორია
საბანკო-საფინანსო
სლოგანი
სწრაფი, მოქნილი, სტაბილური
18 მარტი - 21 მარტი