შემომყვანი ტურისტული
კომპანია „მიმინო კავკასიაში“ ეძებს გუნდის ახალ წევრს სასტუმროების ონლაინ ჯავშნების
განყოფილებაში.
პოზიციის ძირითადი
მოვალეობა გულისხმობს რეზერვაციებთან დაკავშირებული ტექნიკური პროცესების მართვას.
მოლოდინები აპლიკანტის
მიმართ:
- სასურველია, მცირე სამუშაო გამოცდილება/სტაჟირება/პრაქტიკები
ნებისმიერ ადმინისტრაციულ ან ისეთი ტიპის პოზიციაზე, რომელსაც დეტალებზე
ორიენტაცია განსაკუთრებულად სჭირდება;
- საოფისე პროგრამების (MS Office)
სამომხმარებლო
დონეზე ფლობა;
- ორგანიზებული, თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
შერჩევის ეტაპები:
- ტესტირება
(ზოგადი უნარები) და გაცნობითი ხასიათის გასაუბრება;
- 1/2 დღიანი
საორიენტაციო პრაქტიკა ამ კონკრეტული მიმართულებით;
- შემაჯამებელი
შეხვედრა;
- სამსახურის
შეთავაზება;
პირობები:
- დამწყებ
პოზიციებზე ხელზე ასაღები ანაზღაურება 800 ლარი+ყოველთვიური ბონუსი;
- ჯანმრთელობის
კორპორატიული დაზღვევა;
- სამუშაო
დრო: კვირაში 40 სთ;
- შვებულების
28 დღე;
- გუნდის
შემაკავშირებელი აქტივობები;
მოუთმენლად ველოდებით
შენს რეზიუმეს.
მადლობა!