პრემიუმი

ტურ-მენეჯერის ასისტენტი

20 თებერვალი - 22 მარტი
დეტალები
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შემომყვანი ტურისტული კომპანია „მიმინო კავკასიაში“ ეძებს გუნდის ახალ წევრს ტურ-მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.


მოლოდინები ჩვენი გუნდის ახალი წევრის მიმართ:


  • არ ვეძებთ გამოცდილებას, არამედ ძლიერ მისწრაფებას გამოცდილების მისაღებად ტურიზმის ინდუსტრიაში!
  • აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა.
  • იტალიური ან ესპანური ენის ფლობა იქნება იდეალური, თუმცა არა აუცილებელი. თუ რომელიმე ენას საწყის, ან ელემენტარულ დონეზე ფლობთ, გაუმჯობესებაში ჩვენ დაგეხმარებით.
  • გუნდური მოთამაშე, თავაზიანი, კეთილგანწყობილი, შრომისმოყვარე, ღია კომუნიკაციის უნარითა და ინიციატივიანი - ეს ის თვისებებია, რაც დაგვაკავშირებს და უზრუნველყოფს ჩვენს გრძელვადიან თანამშრომლობას.

შერჩევის ეტაპები:


  • რეზიუმეების მიხედვით შერჩეულ აპლიკანტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა;
  • შეხვედრების შედეგად შერჩეული აპლიკანტებისთვის ორ დღიანი საორიენტაციო პრაქტიკა ჩვენს ოფისში;
  • შემაჯამებელი შეხვედრა;
  • სამსახურის შეთავაზება;

პირობები:


  • ანაზღაურებაზე მოვილაპარაკებთ ერთად. ხელფასის ყოველწლიური გადახედვის პრაქტიკა გვაქვს.
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • პროფესიონალი გუნდი;
  • სამუშაო დრო: 40 სთ, ორშ-პარ, მოქნილი საათებით.
  • შვებულების 28 დღე;
  • გუნდის შემაკავშირებელი აქტივობები;

მოუთმენლად ველოდებით შენს რეზიუმეს: vacancy@miminotravel.com.  თუ მოკლე შეტყობინებასაც გამოგვიგზავნი, თუ რატომ გაინტერესებს ტურიზმი, საუკეთესო იქნება.


არ დაგავიწყდეს გაუზიარო მეგობარს ამ შესაძლებლობის შესახებ, იქნებ ეს ის შანსია, რასაც დიდი ხანია ეძებს!


მადლობა!

მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
20 თებერვალი - 22 მარტი