პრემიუმი

საწყობის თანამშრომელი

17 მარტი - 22 მარტი
დეტალები
მისამართი
2 გრიგოლ ხანძთელის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000-1200 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:30

ვაკანსიის აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. 

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, გ. ხანცთელის N2
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 – 18:30 სთ.
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: მუშაობის დაწყების პირველ თვეს 1000, მეორე თვიდან 1200  ლარი + ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფაქტურის მიხედვით შეკვეთების გამზადება/შეგროვება;
  • დისტრიბუციის თანამშრომლებისათვის შეგროვებული შეკვეთების გადაცემა;
  • პერიოდულად საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).

Tel: 595089796

გისურვებთ წარმატებებს!

„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს)  გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ  შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე  შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე),  თქვენი, როგორც  ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის  , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“
მისამართი
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
17 მარტი - 22 მარტი