standart

წარმოების მენეჯერი

21 თებერვალი - 23 მარტი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

,,უდაბნო" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.

სტანდარტული ვალდებულებები:

  • შესრულდეს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულებები სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად;
  • იყოთ კოლეგიალური და გუნდური მოთამაშე საერთო წარმატების მისაღწევად;
  • იმოქმედოთ კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების მიხედვით;
  • დაიცვათ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ყველა ზომა;
  • პასუხისგებლობით მოეკიდოთ კომპანიის შინაგანაწესს.
ძირითადი მოვალეობები:

  • დადგენილი სტანდარტების მიხედვით მართოთ და აკონტროლოთ საწარმოს (სასაკლაო, კვერცხი, ყველი ) მუშაობის პროცესი, შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში გასცეთ შესაბამისი მითითებები;
  • შეაფასოთ და განსაზღვროთ წარმოების პროცესებში მოსალოდნელი რისკები, მართოთ მიმდინარე პრობლემები და აწარმოოთ მონიტორინგი პროექტის თოთოეულ ეტაპზე;
  • დაგეგმოთ და კოორდინაცია გაუწიოთ საწარმოს ყოველდღიურ ოპერაციებს;
  • მართოთ და აკონტროლოთ საწარმოს მუშაობის უსაფრთხოების პროცესი, შეათანხმოთ შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი საკითხები შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან;
  • ორგანიზება გაუწიოთ წარმოების პროცესს და დაგეგმოთ/აკონტროლოთ საწარმო ხაზი;
  • იზრუნოთ დანადგარების გამართულად მუშაობაზე და განახორციელოთ გეგმიური ტექნიკური დათვალიერება;
  • ჩაერთოთ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული პროდუქტების წარმოებასა და მათ კატეგორიების შექმნაში;
  • აკონტროლოთ მზა პროდუქტის ხარისხი და იზრუნოთ სტანდარტების გათვალისწინებით მის დაფასოებაზე;
  • მოამზადოთ რეპორტი ბიუჯეტისა და მიმდინარე ხარჯვითი ნაწილის ჭრილში და გადახარჯვის შემთხვევაში უზრუნველყოთ მენეჯმენტისა და პროექტში ჩართული პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/jLuf5FAtiv
კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
21 თებერვალი - 23 მარტი