“აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ“ საერთაშორისო კორპორაცია "აი სი არ"-ის გუნდის წევრია. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია კვების ობიექტებით, ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო", პომოდორისიმოს ქვე ბრენდი „პანუოცო“, "აი სი არ ქეითერინგი" - ღონისძიებების ორგანიზატორი კვების მიმართულებით და „ფუდ ლაბი“ - სივრცე კლინარიული მასტერკლასებისთვის.
იტალიური სწრაფი კვების ობიექტი „პანუოცო“ აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა, სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა"
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია კვების სფეროში მიღებული განათლება;
ფუნქცია-მოვალეობები:
- პიცის მომზადება დადგენილი რეცეპტისა და კალკულაციის შესაბამისად;
- პიცის ვიზუალური მხარის კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის;
- სამუშაო მაგიდის, ხელსაწყოების მოწესრიგება და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა
- სისწრაფე
- პუნქტუალურობა
- დროის მართვის უნარი
პირობები:
- 8 საათიანი სამუშაო გრაფიკს 6/1;
- ანაზღაურება - 1200 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება;
- კვების და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობა;
თუ გსურთ შეისწავლოთ პიცის დადგენილ ვადებში, დადგენილი ფორმით მომზადება და გამოცდილება მიიღოთ სპეციალური პიცის, შეშის ღუმელთან მუშაობის, მაშინ გამოგზავნეთ CV არაუგვიანეს 2025 წლის 23 მარტისა.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ"-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.