კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს!
ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.
ჯინო აკვაპარკი იწყებს მზადებას ზაფხულის სეზონისთვის და აცხადებს ანიმატორების ქასთინგს
ანიმატორებს, მოცეკვავეებს და სხვადასხვა ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ქასთინგში.
წარმოადგინეთ სხვადასხვა პროგრამა ჩვენი ვიზიტორების განწყობის შესაქმნელად. მნიშვნელოვანია რომ პროგრამა იყოს გაწერილი მთელ დღეზე. თქვენ უნდა შექმნათ სადღესასწაულო და საკურორტო განწყობა. პროგრამა უნდა იყოს დატვირთული ყველა ასაკის სტუმრისთვის, რომ ჯინო აკვაპარკში შემოსულმა ყველა სტუმარმა შეძლოს მაქსიმალური სიამოვნების მიღება.
ქასთინგი გაიმართება ჯინო აკვაპარკში
მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოაგზავნეთ ინფორმაცია თქვენი და თქვენი გუნდის შესახებ, თქვენი პროგრამა უნდა იყოს მორგებული აკვაპარკის კონცეფციას.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ პირებს და ჯგუფებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ან/და საკონტაქტო ინფორმაცია ან დარეკოთ ნომერზე 599 96 83 03
გისურვებთ წარმატებას!
აკვაპარკის ტერიტორიაზე დაგხვდებათ:
➤ ტალღოვანი აუზი – აუზის ატრაქცია ქმნის ზღვის ნამდვილი ტალღების ეფექტს. აუზის პირზე განთავსებულია საცოცი კედელი, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას. ტალღოვანი აუზი ეტაპობრივად ღრმავდება და მისი მაქსიმალური სიღრმე განისაზღვრება 2.95 სმ-ით;
➤ ველური მდინარე – ატრაქცია წყლის ნაკადის ეფექტით, სადაც სტუმრებს შეუძლიათ განთავსდნენ კამერაზე და წყლის დინებას მშვიდად მიჰყვნენ, მზის გულზე სრული განტვირთვისთვის;
➤ გარე საბავშვო სივრცე – ამ ტერიტორიაზე განთავსებულია საბავშვო ტობოგანი, სხვადასხვა სასრიალოთი. ამავე სივრცეშია საბავშვო აუზი.
➤ პანორამა აუზი- ბარით – საკუთარ სივრცეში აერთიანებს ცურვის, განტვირთვისა და რუჯის მოყვარულებს. სტუმრები აუზიდანვე დატკბებიან პანორამული ხედით ზღვაზე, აუზიდან ამოუსვლელად შეუძლიათ შეუკვეთონ საყვარელი კოქტეილები და აუზში განთავსებულ შეზლონგებზე სწრაფად და ეფექტურად გაირუჯონ წყლიდან არეკლილი ულტრაიისფერი სხივების ხარჯზე.
➤ ბავშვთა წყლის პარკი – დახურული საბავშვო სივრცის ნაწილია, რომლის სიღრმეც 38 სმ-ია, ხოლო წყალი 31-32 გრადუსამდე თბება. წყლის პარკი დატვირთულია სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციებით, როგორც მხოლოდ პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის.
➤ სარელაქსაციო აუზი – ეს არის სხვადასხვა ჰიდრომასაჟორით აღჭურვილი უჟანგავი ფოლადის აუზი. ჰიდრომასაჟორები ხელს უწყობს: სხეულის კორექციის პროცედურას, კისრის არეში ტკივილის მოხსნას, განტვირთვასა და ახალი ენერგიით დამუხტვას;
➤ ტობოგანი – აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი 31 მეტრიანი ტობოგანი – 6 სლაიდითა და 5 სხვადასხვა სიჩქარით;
➤ ღია სლაიდების დიდი არჩევანი ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის