standart

გაყიდვების მენეჯერი

03 მარტი - 02 აპრილი
დეტალები
მისამართი
25 ლეონიძის ქუჩა, ბათუმი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
ენები
ქართული
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
გაყიდვები
უნარები
Microsoft Office-ის უნარები, გუნდური მუშაობის უნარი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია “ბრავიტონი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შ.პ.ს. ბრავიტონი სამშენებლო მასალების, ძირითადად სამშენებლო მეტალის ერთერთი უმსხვილესი იმპორტიორია დასავლეთ საქართველოში უკვე 25 წელია. ჩვენ პროდუქცია შემოგვაქვს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან და გვიმუშავია მრავალ მსხვილ და მცირე პროექტებზე.

ჩვენ გთავაზობთ:

•    სტაბილურ და მეგობრულ გარემოს;
•    ჯანმრთელობის დაზღვევას;
•    ადგილზე კვებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

•    ახალი კლიენტების მოძიება და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება;
•    კლიენტების მოთხოვნების ანალიზი და მოლაპარაკებების წარმოება;
•    შეკვეთის მიღება-გაფორმება;
•    გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა;
•    მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
•    უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება;
•    სხვადასხვა არხებით კლიენტებთან აქტიური კავშირი (ტელეფონი, ელ-ფოსტა, სოც. მედია);

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

•    უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები ან მსგავსი მიმართულებით);
•    გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
•    საოფისე პროგრამების ცოდნა;
•    რუსული ან სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
•    პროგრამა FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

•    მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
•    საქმის და დროის სწორი მენეჯმენტი;
•    შედეგზე ორიენტირებული;
•    პასუხისმგებლიანი;
•    კომუნიკაბელური;
•    გუნდურად მუშაობის უნარი;
•    ლიდერული თვისებები;
•    ანალიტიკური უნარები.

მუშაობის გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00 - 18:00 (შესვენება 13:00-14:00)
მისამართი: ბათუმი, ლეონიძის 25ა | ბათუმი, ორბელიანის 24

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.


კატეგორია
მშენებლობა
საწყობი და წარმოება
დისტრიბუცია
მომხმარებელთან ურთიერთობები
საცალო ვაჭრობა
სლოგანი
სამშენებლო მასალები თამამი იდეებისთვის
მისამართი
25 ლეონიძის ქუჩა, ბათუმი, საქართველო
სოციალური ქსელები
03 მარტი - 02 აპრილი