პრემიუმი

უძრავი ქონების აგენტი

03 მარტი - 02 აპრილი
დეტალები
მისამართი
წერეთლის გამზირი, თბილისი
ხელფასი
1000-9999 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
არასრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული
გამოცდილება
გამოცდილების გარეშე
განათლება
საშუალო განათლება
დეპარტამენტი
გაყიდვები

ვაკანსიის აღწერა

გახდი წარმატების ნაწილი!


მოთხოვნები:

  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (დამატებით ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); 
  • საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


რას გთავაზობთ ჯი ქეი:


  • ოფისი მ/ს წერეთლიდან 50 მეტრში (30 წამის სავალზე);
  • მზარდი საპროცენტო ბონუსი;
  • პროფესიის ადგილზე, სწრაფად და ეფექტურად შესწავლა; 
  • ტრენინგები;
  • კარიერული წინსვლისა და პოზიციური განვითარების პერსპექტივა;
  • მივლინებები და სხვადასხვა პრიზები საუკეთესო თანამშრომლებისთვის. 


აუცილებელია კანდიდატი მუშაობდეს ოფისიდან, არ განიხილება დისტანციურად მუშაობა. შესაძლებელია ხელშეწყობა სტუდენტებისთვის. უძრავი ქონების სააგენტო ჯი ქეის ზურგს დიდი გამოცდილება, კმაყოფილი მომხმარებლები და მაღალშემოსავლიანი თანამშრომლები უმაგრებენ. მენეჯმენტი ორიენტირებულია თანამშრომლების კმაყოფილებაზე, გამომუშავებული თანხის ზედა ზღვარი კი, არ არსებობს.


თუ ხარ მზად იპოვნო შენი ადგილი ჩვენს ოფისში გამოცდილების გარეშე და გამოიმუშავო ულიმიტოდ და მარტივად, გელოდებით ჩვენთან. კომპანია გთავაზობთ სამსახურს მეგობრულ, პროგრესულ და სასიამოვნო საოფისე გარემოში, სადაც შეგიძლიათ სამსახურის გრაფიკი შეუთავსოთ სწავლას, შეისწავლოთ საქმე, მიიღოთ მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და მომსახურების მიმართულებით, ამასთანავე კომპანია უზრუნველყოფს ყველა სამუშაო ხარჯს.

კატეგორია
გაყიდვები
სლოგანი
გახდი წარმატების ნაწილი
მისამართი
წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
03 მარტი - 02 აპრილი