პრემიუმი

ფინანსური გარანტიების გაყიდვების მენეჯერი

26 მარტი - 03 აპრილი
დეტალები
მისამართი
ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
09:30 - 18:30

ვაკანსიის აღწერა

სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგიაცხადებს ვაკანსიას ფინანსური გარანტიების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

 

პასუხისმგებლობები:

 

  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება/მოზიდვა;
  • ფინანსური გარანტიისა და სხვა სადაზღვევო პროდუქტების  შეთავაზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა/დაზუსტება, შესაბამისი მომსახურების შეთავაზება და გარანტიის განაცხადის მომზადება;
  • მომხმარებლისთვის პროდუქტის მახასიათებლებისა და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • ფინანსური გარანტიის  ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან და გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა/ორგანიზება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • ქართული და ინგლისური/რუსული ენების ფლობა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

 

 

კატეგორია
დაზღვევა
სლოგანი
იმოძრავე, იმოგზაურე, იმოქმედე, იცხოვრე, ჩვენ დაგაზღვევთ!
სოციალური ქსელები
26 მარტი - 03 აპრილი