standart

საუზმის მზარეული

10 მარტი - 09 აპრილი
დეტალები
მისამართი
41 პეკინის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ვინ ვართ ჩვენ?

სასტუმრო ეპიზოდი შექმნილია ენერგიული, დინამიური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას.  სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს , ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.

სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქ. 41

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე. კვირაში 40 სთ. 06:00-15:00 (ტრანსპორტირება)

ანაზღაურება: 1200+

ბენეფიტები: კვება / დაზღვევა / ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სისტემა.


ძირითადი მოვალეობები:


  • საუზმის მომზადება არსებული რეცეპტებისა და კალკულაციების დაცვით;
  • საჭირო ინგრედიენტების მომზადება და დამუშავება;
  • საკვები პროდუქტების შენახვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • საუზმის სივრცის მოწესრიგება, სერვირება;
  • სამზარეულოში ჰიგიენური გარემოს უზრუნველყოფა შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
  • პროდუქტების მარაგის კონტროლი;
  • სტუმრების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინება;
  • შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების  შესრულება.

საკვალიფიკაციო მახასიათებლები:


  • სასურველია საუზმის მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასტუმროში საუზმის მომზადების სპეციფიკის ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
  • შეკვეთებზე სწრაფად რეაგირება და ხარისხიანად შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:


  • ასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა;
  • ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე


რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
41 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
10 მარტი - 09 აპრილი