standart

ფილიალის მენეჯერი

27 მარტი - 11 აპრილი
დეტალები
მისამართი
ქვემო ქართლი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ მარნეულში


სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი, გეგმის საფუძველზე

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა/კორპორატიული ნომერი


სამუშაო აღწერილობა:


  • ფილიალის საქმიანობის ეფექტური გაძღოლა და ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირება / მონიტორინგი;
  • გუნდის ეფექტური მართვა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • ორგანიზაციაში მოქმედი კლიენტთა მომსახურების სტანდარტის მიხედვით, ფილიალში კლიენტთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა და აღნიშნული პროცესის პერიოდული შეფასება / მონიტორინგი;
  • პერიოდულად, ბაზრის ანალიზი კონკურენტ კომპანიებში მომსახურების მოქმედ პირობებთან დაკავშირებით და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადების შემუშავება-წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის;
  • პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
  • არსებული კლიენტთა ბაზის ანალიზი, კლიენტის ბიზნეს პოტენციალის სწორი განსაზღვრა, კლიენტის პოტენციალიდან გამომდინარე შესაბამისი მოზიდვის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ფილიალის სალომბარდე პორტფელის განვითარების მიზნით საჭირო ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება და შემუშავებული საკრედიტო გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • ნაღდი და უნაღდო კონვერტაციების ხელშეწყობა და მოქმედი ბიზნეს გგემის შესრულების უზრუნველყოფა;
  • პროცესის გაუმჯობესების მიზნით სალომბარდე და საოპერაციო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • საოპერაციო უფროსის ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ოქროს ექსპერტ-შემფასებლად მუშაობის გამოცდილება;
  •  გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია);
  • აზერბაჯანული ენის ცოდნა (სასურველია)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:


  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.
გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები შემდეგ ლინკზე: https://hel-ai.com/apply/38fAwVQb

''ინტელიექსპრესი'' გისურვებთ წარმატებას!

კატეგორია
საბანკო-საფინანსო
სლოგანი
სწრაფი, მოქნილი, სტაბილური
27 მარტი - 11 აპრილი