ხელნაკეთი არტ შოკოლადების ბრენდი „შოკოტელა“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და სწორად შერჩეული პროდუქციის შეთავაზება;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ფასების კონტროლი;
- სალაროსთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
- სამუშაო გარემოს მოწესრიგება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი.
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
- სამუშაო გრაფიკი: არასრული (35 საათი)
- ორშაბათი, შაბათი, კვირა - 11:00-20:00, ხუთშაბათი - 15:00-20:00
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ძველი თბილისი, სიონის 8 (შარდენის მიმდებარე ტერიტორია )
- დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, სასიანმოვნო, პოზიტიური მომხმარებლები.
ანაზღაურება: 800 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე.