პრემიუმი

არტ შოკოლადების დიზაინების მხატვარი

18 მარტი - 17 აპრილი
დეტალები
მისამართი
73 ვასილ ბარნოვის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
900 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00

ვაკანსიის აღწერა

კომპანიის შესახებ:

ჩვენ ვართ პრემიუმ კლასის შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ შოკოლადის ნაწარმს.


პოზიციის აღწერა:

დაინტერესებული ხართ შოკოლადის ხელოვნებით და გაქვთ მხატვრული ნიჭი? გსურთ შეისწავლოთ ეს გამორჩეული პროფესია?

ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, დაეუფლოთ ამ პრესტიჟულ პროფესიას სრულიად ნულიდან! გამოცდილი შოკოლატერის ხელმძღვანელობით თქვენ შეძლებთ ეტაპობრივად შეისწავლოთ პრემიუმ კლასის შოკოლადის ნაწარმის დიზაინისა და დამზადების ყველა საიდუმლო და გახდეთ ამ იშვიათი პროფესიის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში.


ძირითადი მოვალეობები:


  • წინასწარ განსაზღვრული პატერნების მიხედვით შოკოლადის ბონბონებისა და ფილების დიზაინების შესრულება;
  • სხვა შოკოლადის პროდუქციის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
  • გამოცდილი შოკოლატერის ზედამხედველობით პროდუქციის მომზადება;
  • ინგრედიენტების მარაგების აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით დასაწყობებაში დახმარება;
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
  • მითითებული საქმის ზედმიწევნით და ყურადღებით შესრულება;
  • აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • ხატვისა და ხელსაქმის ნიჭი;
  • მხატვრული თვალი და ხელის სიმარჯვე;
  • ვიზუალური ხელოვნების განცდა;
  • შემოქმედებითი აზროვნება და ხელით მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მხატვრული გამოცდილება და ხელით შესრულების სიზუსტე;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

საკონდიტრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (არა სავალდებულო).

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 ფიქსირებული ანაზღაურება 900 ლარი + ბონუსი

პირველი 6 თვე გამოსაცდელი პერიოდი


დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV


გისურვებთ წარმატებებს!

მისამართი
73 ვასილ ბარნოვის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
18 მარტი - 17 აპრილი