standart

სააფთიაქო და სამედიცინო წარმომადგენლი

18 მარტი - 17 აპრილი
დეტალები
მისამართი
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.

„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.

„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს.

www.iciparis.ge; https://www.linkedin.com/company/iciparis/


„ისი პარი“ აცხადებს ვაკანსიას პარაფარმაციის განყოფილებაში სააფთიაქო და სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

აღნიშნულ პოზიციას მუშაობა მოუწევს შემდეგ ბრენდებზე - AVENE, KLORANE, DUCRAY

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 სააათიანი გრაფიკი


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • ახალი პროდუქციის საფუძვლიანი შესწავლა;
  • სააფთიაქო ვიზიტების განხორციელება;
  • სააფთიაქო ვიზიტების ყოველკვირეული გეგმის შედგენა;
  • ვიზიტებთან დაკავშირებით ყოველდღიური რეპორტების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • ექიმებთან სამედიცინო ვიზიტების განხორციელება;
  • პერიოდულად პარაფარმაციული განყოფილების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში (კონფერენცია, აქციები) მონაწილეობის მიღება: ბანერებით, საინფორმაციო მასალებით და ნიმუშებით უზრუნველყოფა და მასალის დარიგებაში მონაწილეობა, დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • განათლება ფარმაციის მიმართულებით;
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;


კომპანიაში არსებული ბენეფიტები:


  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • საბონუსე სისტემა
  • ინტენსიური ტრენინგები, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა
  • შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
  • სამოტივაციო აქტივობები
  • ფიტპასი


დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:


  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვისა და პარაფარმაციის განყოფილებებთან;
  • გასაუბრება გენერალურ მენეჯმენტთან;


დაინტერესებულ პირებს რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ZqpGXK3


 განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 24 აპრილი, 2025 წ.


გისურვებთ წარმატებას!


"აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ, როგორც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში მოქმედმა მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელმა პირმა, ამავე კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს „ჰელიო აი“ (ს/კ: 406404163) იმ მიზნით, რომ მოხდეს თქვენი პერსონალური მონაცემების ავტომატური საშუალებებით შენახვა და მათი მაქსიმალური დაცვა. შპს "ჰელიო აი" (ს/კ 406404163), მოქმედი, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან სხვა ცვლილება რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით."


მისამართი
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
18 მარტი - 17 აპრილი