აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიურად მოახდინოს წარმოებაში მიღებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის და მიღების საწყობების მიხედვით;
- შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მოახდინოს სავაჭრო დარბაზიდან უკან დაბრუნებების და საკვებად უვარგისი მზა პროდუქციის/ ნედლეულის ჩამოწერის პროცესების პროგრამული ასახვა;
- შემოსავლების სამსახურის ვებპორტალზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება, კერძოდ ზედნადებების ატვირთვა, კორექტირება, ზუსტი ინფორმაციის შეტანა
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- სასურველია აპექსში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება.
შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."