Remedium System თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სტარტაპია რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი გუნდი სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს სფეროებისთვის ქმნის პროგრამებსა და აპლიკაციებს ტექნიკურ გადაწყვეტილებების სადუძველზე, მათ შორის AI მოდულები, ფინანსურური გადაწყვეტილებების პროგრამაში ეფექტურად ადაპტირება და სხვა. კომპანია ორიენტრირებულია მომხმრებელებისთვის ერთიანი ტექნოლოგიური აპლიკაციებისა და კომფორტული სერვისების მიწოდებაზე
როლის მიზანი:
პროდუქტის ხარისხისა და გამართულად ფუნქციონირების სრული ციკლის მონიტორინგი, მომხმარებლისთვის კომფორტული ციფრული პროდუქტის შექმნისა და საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით. ტექნოლოგიური გუნდების მხარდაჭერა, თანამშრომლობის, კულტურისა და სამუშაო გარემოს ხელშეწყობა
ძირითადი საქმიანობა:
- სიღრმისეული და ეფექტური ტესტირეისთვის სტრატეგიის, გაიდლაინებისა და დოკუმენტაციის შემუშავება/განხორციელება;
- დეტალური და სტრუქტურულად გამართული ტესტ ქეისების/ფლენების შექმნა;
- ხარვეზების დროულად აღმოჩენა, მიზეზების იდენტიფიცირება და პლატფორმაზე ასახვა;
- პროდუქტის დემო შეხვედრამდე სარეალიზაციო ასპექტების გადამოწმება და
- დედლაინებამდე გატესტილი/გადატესტილი პროდუქტის მიღება;
- გაუტესტავი მასალის მონიტორინგი პრე-პროდ გარემოზე გადაწარამდე და გამოსწორებული ხარვეზების სრულყოფილად შემოწმება რეგრესის თავიდან აცილების მიზნით;
- ტექნოლოგიურ გუნდებთან თანამშრომლობა და რეგულარული კომუნიკაცია ტესტირების პროცესის პროგრესის, შედეგებისა და რისკების შესახებ, საკითხების დროულად გადაჭრისა და პროდუქტის ხარისხის შემოწმების/გაუმჯობესების მიზნით;
- QA გუნდის მართვა და მენტორინგი გუნდის პროდუქტიული მუშაობისთვის, ჯანსაღი, განმავითარებელი სამუშო კულტურის შექმნა და მუდმივი ხელშეწყობა;
- გუნდის წევრებთან დავალებების სწორად და დროულად დელეგირება, სამუშაო დატვირთულობის მართვა პროექტის ვადებისა და დინამიურობის დაცვის მიზნით;
- QA რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გაზიარება პერიოდულად;
- ინდუსტრიის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა არსებული სამუშაო გამოცდილებების განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით.
როლისთვის საჭირო კომპეტენციები:
- სოლიდური გამოცდილება ხარისხის უზრუნველყოფისა და software პროგრამების ტესტირების მიმართულებით (3-5 წელი)
- ტესტ თულებთან მუშაობის გამოცდილება (მაგალითად JMeter, Jenkins, BrowserStack Automate, Selenium, Cypress და სხვა)
- ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების, დოკუმენტაციის, საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბამისობის მოთხოვნების დანერგვის გამოცდილება;
- Kanban მეთოდით მუშაობისა და ტესტ მენეჯმენტის თულებთან (Jira, Asana, Trelo…) მუშაობის
- გამოცდილება;
- ხარვეზების(ბაგების) თრექინგ სისტემების და პროგრამირების ენის ცოდნა, ტესტირების სწორად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე (C1/C2) ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფად მობილიზების, ლავირების და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა;
- ლიდერული თვისებები: დავალებების სწორად დელეგირება და ვადების შესაბამისობა, მოქნილი კომუნიკაციის & კოლაბორაციის უნარი ტექნიკურ და არატექნიკურ გუნდებთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად;
- განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა, როგორც გუნდის წევრების ზრდის ასევე სამუშაო პროცესების დახვეწისთვის;
- ინიციატივიანობა და ახალი იდეების გენერირების შესაძლებლობა;
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ლანჩის უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ლოკალურ და საერთაშორისო ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა დინამიურ და პროდუქტიულ გარემოში;
- ჰიბრიდულად მუშაობის შესაძლებლობა;
- ინკლუზიურ და ჯანსაღ გარემოს, მუდმივი განვითარებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 26 მარტამდე
რეზიუმეს გაგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პოტენციური დამსაქმებლისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემასა და დამუშავებაზე. თუ არ გადახვალთ რეზიუმეების გადარჩევის ეტაპზე, შერჩევის გუნდი შეინახავს თქვენს განაცხადს მომავალი პოზიციებისთვის და საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდებათ.