კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად: მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში და თელავში.
კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
პოზიცია: იურისტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი (სამუშაო საათები 9:30-18:30)
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარი
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე.
ანაზღაურება: საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 2 თვე - 2000₾
ფუნქცია მოვალეობები:
კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება, შეფასება, ანალიზი.
სამართლებრივი შინაარსის წერილების (შეტყობინებები, მოთხოვნები, გაფრთხილება) მომზადება.
მომზადებული დოკუმენტების ორმხრივად ხელმოწერის უზრუნველყოფა, ხელმოწერილი ეგზემპლარების დაბრუნების მონიტორინგი და მათი დაარქივება.
იურიდიული დოკუმენტაციისთვის ფიზიკური და ელექტრონული რეესტრის წარმოება და მისი სისტემატიზაცია.
კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების კონტროლი და ამ ცვლილებების კომპანიაში დანერგვა.
იურიდიული რისკების იდენტიფიცირება და მისი შემცირების სტრატეგიების შემუშავება.
ბრენდის, საავტორო უფლებებისა და სავაჭრო ნიშნების დაცვა.
საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში.
უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
უმაღლესი იურიდიული განათლება;
კერძო/ბიზნეს სამართლის მიმართულებით იურისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
დროის მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
სადაზღვევო პოლისს.
კორპორაციულ ფასდაკლებას.
პროფესიულ განვითარებას.
კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად.
ინდივიდულაური გასაუბრება
ტესტირება
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15.04.2025 წ.
გისურვებთ წარმატებას