პრემიუმი

მოლარე

17 აპრილი - 24 აპრილი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას:  მოლარე - თბილისი


მდებარეობა/Location: თბილისის ფილიალები

სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი


კომპანიის აღწერა


   ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

   თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

   ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.


სამუშაოს აღწერა

ძირითადი მოვალეობები:


  •  მომხმარებელს გაუწევ მაღალხარისხიან სალარო მომსახურებას;
  • გამოავლენ მომხმარებლის საჭიროებებს და უზრუნველყოფ მათ სწორ გადამისამართებას;
  • მომხმარებელს გაუწევ კონსულტაციას მათთვის საჭირო ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

ჩვენ გთავაზობთ:

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ანაზღაურებად ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
  • კონკურენტულ და ზრდად ფიქსირებულ ხელფასს, დამატებით ყოველთვიურ ბონუსს;
  • მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობისას, გექნება პოზიციურად დაწინაურების შესაძლებლობა;
  • დამატებითი სარგებლები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი;
  • შეძლებ დარეგისტრირდე შენთვის საინტერესო ტრენინგზე და განავითარო ახალი უნარები ნებისმიერი სფეროს მიმართულებით.


კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:


  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
  • სასურველია გქონდეს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.


ადგილი, სადაც იმუშავებ:


  განახლებული კონცეფციის და თანამედროვე დიზაინის მქონე ფილიალებში/სერვის ცენტრებში.


განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://wrk.ge/1XEJ7M


თუ ფიქრობ, რომ უნდა გამოსცადო თავი საბანკო სექტორში, შეისწავლო შენთვის ახალი სფერო და განვითარდე, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს.


დამატებითი ინფორმაცია


თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

17 აპრილი - 24 აპრილი