პრემიუმი

ოფის მენეჯერი

27 მარტი - 26 აპრილი
დეტალები
მისამართი
88/15 ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
09:30 - 18:30

ვაკანსიის აღწერა

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

  • კორესპონდენციის წარმოება;
  • ფოსტის მიღება-გაგზავნა;
  • სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი, გადამისამართება;
  • ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
  • დაზღვეულებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • სადაზღვევო შიდა პროგრამაში მუშაობა: პოლისებისა და ხელშეკრულებების აღრიცხვა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
კატეგორია
დაზღვევა
სლოგანი
იმოძრავე, იმოგზაურე, იმოქმედე, იცხოვრე, ჩვენ დაგაზღვევთ!
სოციალური ქსელები
27 მარტი - 26 აპრილი