standart

მაღაზიის კონსულტანტი

31 მარტი - 30 აპრილი
დეტალები
მისამართი
დავით გამრეკელის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"Citrus.ge" - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. "Citrus.ge"-ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.

კომპანია "ციტრუსი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • სტაბილური სამუშაო მზარდ კომპანიაში;
  • თანამშრომლის განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
  • სამუშაო გარემო, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
რისი კეთება მოგიწევს:

  • მომხმარებელთა საჭიროებების გაგება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • შესყიდვის პროცესში მომხმარებელთა დახმარება და კონსულტაცია;
  • შეკვეთების გაფორმება, გაყიდული ნივთის შემოწმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
  • გადახდასთან დაკავშირებული ოპერაციების სრული ციკლის მართვა (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება, შესაბამისი დოკუმენტების წარმოება და ა.შ.);
  • პროდუქციის განთავსება შოურუმში, მის სისუფთავეზე ზრუნვა და ნაშთების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შევსების მოთხოვნა;
  • მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება.
რისი ცოდნა დაგჭირდება:

  • იყო სტუდენტის ან გქონდეს სრული უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების სფეროში/მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • გამართული მეტყველება და კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
  • პროდუქტის პრეზენტაციის უნარი: პროდუქტის დატესტვა, ფუნქციონალის ჩვენება;
  • ტექნოლოგიური ცოდნა (სასურველია): e-commerce პლატფორმებთან და POS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
საჭირო უნარები:

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქ. N34
  • სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი, მოქნილი სამუშაო გრაფიკი ცვლებში - კვირაში 6 დღე, 5 საათიანი სამუშაო ცვლა.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (გაყიდვებიდან).
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
მისამართი
ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
31 მარტი - 30 აპრილი