პოზიცია: საშუალო რგოლის გაყიდვების მენეჯერი;
მდებარეობა: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება;
- კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება და მათი შენარჩუნება;
- პროდუქტების პრეზენტაციების დემონსტრირება კლიენტებისათვის;
- უმცროსი გაყიდვების წევრების მხარდაჭერა და სწავლება;
- კომპანიის მარკეტინგის და ტექნიკურ გუნდებთან თანამშრომლობა;
- მოლაპარაკებებისა და გარიგებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
- კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, ინდუსტრიების სიახლეებისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
- გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი, მენეჯმენტთან ანგარიშგება, რეპორტინგის წარმოება;
- თვითგანვითარებასა და სერთიფიცირებაზე ზრუნვა;
- კომპანიის სტრატეგიული ამოცანების, მიზნების პრიორიტეტულობა და მიღწევისაკენ სწრაფვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, მარკეტინგის, ფიზიკა-მათემატიკური პროფილი, IT ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში;
- 3-5 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში, სასურველია ICT, ღრუბლოვანი, კიბერუსაფრთხოების ან მონაცემთა სერვისების მიმართულებით;
- CRM ინსტრუმენტებისა და გაყიდვების ანალიტიკის ცოდნა;
- სტარტაპულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაბელურობის კარგად განვითარებული უნარები;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.