ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
სასტუმრო "ROOMS Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას აუზის მიმღების პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ღიმილითა და თავაზიანი საუბრის მანერით მიესალომოს და მოემსახუროს გამაჯანსაღებელი ცენტრის ყველა სტუმარს, უპასუხოს სატელეფონო ზარებს და დაიცვას სისუფთავე როგორც საცურაო აუზის გარშემო, ასევე გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმღების მიმდებარე ტერიტორიაზე;
- შეიყვანოს პროგრამაში ყველა საჭირო მონაცემი;
- იქონიოს ამომწურავი ინფორმაცია გამაჯანსაღებელი ცენტრის მიერ შეთავაზებულ ყველა სერვისზე და საჭიროებისამებრ გაუწიოს კონსულტაცია ცენტრის სტუმრებს გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით;
- კეთილსინდისიერად და დაკვირვებულად აწარმოოს ნაღდი ფულის მიღება-გაცემა და ასევე გადაამოწმოს საკრედიტო ბარათების ტრანზაქციები. (ნაღდი ფულის მიღება უნდა მოხდეს საკასო აპარატის ჩეკის საფუძველზე. დაუშვებელია თანხის მიღება ჩეკის გარეშე);
- შეეცადოს გადაწყვიტოს და აღმოფხვრას გამაჯანსაღებელი ცენტრის სტუმართა ნებისმიერი პრობლემა მშვიდი გაწონასწორებული მანერით;
- არ დატოვოს უყურადღებოდ სტუმრის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილება და მიაწოდოს ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დეპარტამენტის ზედამხედველს, რათა მოხდეს დროული რეაგირება;
- უნდა იყოს მომთმენი, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
- უნდა გაუფრთხილდეს გამაჯანსაღებელი ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ინვეტარს და ტექნიკას;
- მიმღებში მუშაობისას მუდამ ხელთ იქონიოს მუშაობისათვის საჭირო ყველა ინვეტარი და დოკუმენტაცია;
- აკონტროლოს ტრენაჟორების დარბაზისა და გამოსაცვლელი ოთახის გასაღებების გაცემა-დაბრუნება და ყოველი დღის ბოლოს გასაღებების აღწერა;
- იყოს პასუხისმგებელი გამაჯანსაღებელი ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ყველა კარის გასაღების შენახვა-გაცემაზე;
- მუდმივად იქონიოს კომუნიკაცია გამაჯანსაღებელი ცენტრის სხვა თანამშრომლებთან და მოახდინოს ყველა სიახლის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეტანა სამუშაო წიგნში;
- იყოს მოქნილი რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების მიმართ;
- საჭიროებისამებრ შეასრულოს ამ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოები.
- აწარმოოს მასაჟის დაჯავშნის პროცედურა სტანდარტების შესაბამისად.
საჭირო უნარები:
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- საცხოვრებელს;
- დაზღვევას;
- კვებას;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.