"Rooms Tbilisi“ აცხადებს ვაკანსიას კომი შეფის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას 14 ნომერი.
ძირითადი მოვალეობები:
- შეფებისთვის დახმარების გაწევა;
- კერძის მოსამზადებელი ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
- „მიზანპლასის“ მომზადება;
- შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
- ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება;
- სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
- სამზარეულოს დანადგებარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
- ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
- დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.