"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
"Cenomi Retail" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ.
დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც არის წარმოდგენილი ,,Cenomi Retail Georgia’’-ს არაერთი მაღაზია.
კომპანია ,,Cenomi Retail Georgia’’ აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის ოფიცერის პოზიციაზე თბილისში:
თბილისი მოლი - დავით აღმაშენებლის ხეივანი
ისთ ფოინთი - ალექსანდრე თვალჭრელიძის #2
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული სრული განაკვეთი, ცვლებში (კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე).
ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიის თანამშრომლებისათვის ძირითადი საკონტაქტო პირი დანაკარგების, ზარალისა და უსაფრთხოების საკითხების კუთხით;
- საეჭვო ქცევის ან პოტენციური საფრთხეების აღმოსაჩენად საქმიანობის მონიტორინგი;
- კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- უჩვეულო ან არაავტორიზებული აქტივობების, ქურდობის ან უსაფრთხოების საფრთხეების იდენტიფიცირება;
- საგამოძიებო მიზნებისთვის ვიდეოთვალთვალის ჩანაწერების შენახვა და მოძიება;
- კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობა;
- გამოძიებაში დახმარების გაწევა, მათ შორის გარე უწყებებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესებზე დასწრება;
- ქურდობის, თაღლითობის ან უსაფრთხოების ინციდენტების საქმეების მხარდასაჭერად დეტალური ანგარიშებისა და ვიდეო მტკიცებულებების წარდგენა;
- ქურდობის შემთხვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი მოქმედება;
- ქურდობისა და თაღლითობის პრევენციისა და გამოვლენის ინიციატივების შემუშავება;
- მაღაზიების CCTV სისტემის, Sensomatic სისტემის და ყველა დაკავშირებული მოწყობილობის გამართულად მუშაობის კონტროლი, ტექნიკური მომსახურებისთვის ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია დანაკარგების პრევენციის მიზნებთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
- დანაკარგების პრევენციის ან/და მონიტორინგის მიმართულებით მუშობის 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
- მოქნილობა და ოპერატიულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კორპორატიულ დაზღვევას;
- სატელეფონო ლიმიტს;