პრემიუმი

პრობლემური პორტფელის იურისტი

07 აპრილი - 07 მაისი
დეტალები
მისამართი
დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
იურიდიული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია ALMAL აცხადებს ვაკანსიას პრობლემური პორტფელის იურისტის პოზიციაზე


 ALMAL არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მომსახურებას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან კოლექტორულ კომპანიაში 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook);
  • რუსული და ინგლისური ენების საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • პრობლემური მომხმარებლების დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
  • ფინანსური დავალიანების შესახებ სმს შეტყობინებების გაგზავნა;
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
  • სასარჩელო მოთხოვნების შედგენა და კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლო ორგანოებსა და აღსრულების ორგანოებში;
  • საკანონმდებლო სიახლეებისა და იურიდიული პრაქტიკის ანალიზი, მოთხოვნების იმპლემენტაცია, რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

პიროვნული მახასიათებლები:


  • აქტიური, მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი, ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 

სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 | 5/7

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს https://almal.ge

კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები
მომხმარებელთან ურთიერთობები
ფინანსური ინსტიტუტი
საბანკო-საფინანსო
მისამართი
დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
07 აპრილი - 07 მაისი