პრემიუმი

ოფის მენეჯერი (ქუთაისი)

08 აპრილი - 08 მაისი
დეტალები
მისამართი
იმერეთი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი”  აცხადებს დროებით ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისში.

 

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

 

 

პასუხისმგებლობები:


  • შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათი მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებთან გადამისამართება;
  • სადაზღვევო შიდა პროგრამაში პოლისებისა და ხელშეკრულებების აღრიცხვა;
  • კორესპონდენციის წარმოება;
  • ფოსტის მიღება-გაგზავნა;
  • დაზღვეულების დახმარება სამედიცინო ანაზღაურების დოკუმენტაციის ჩაბარების პროცესში;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

 

განათლება:


  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

სამუშაო გამოცდილება:


  • 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:


  • ქართულად სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები,   ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

კატეგორია
დაზღვევა
სლოგანი
იმოძრავე, იმოგზაურე, იმოქმედე, იცხოვრე, ჩვენ დაგაზღვევთ!
სოციალური ქსელები
08 აპრილი - 08 მაისი