პრემიუმი

ტურ-მენეჯერი

08 აპრილი - 08 მაისი
დეტალები
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შემომყვანი ტურისტული სააგენტო  მიმინო კავკასიაში“  ეძებს კანდიდატს  ტურ-მენეჯერის  პოზიციაზე, ევროპის ბაზარზე.


კომპანია აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 12+ წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • მიმდინარე და პოტენციური პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მათი პრეფერენციების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება;
  • პარტნიორისგან მიღებული მოთხოვნის გაანალიზება, დამუშავება და ოპერატიული  საპასუხო კომუნიკაცია;
  • საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად, ტურისტული პროდუქტების განახლება-გაუმჯობესების შესახებ ინიციატივის გამოჩენა;
  • ბალტიისპირეთის ქვეყნების ტურისტული პოტენციალის კვლევა, პარტნიორების ბაზის მუდმივად განახლება და გაზრდა.
  • საერთაშორისო გამოფენებში კომპანიის წარმომადგენლობა.
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის შესრულება.

პოზიციის სპეციფიკასთან იდეალურად თავსებადი აპლიკანტი ასე წარმოგვიდგენია:


  • საქართველოს გეოგრაფიის, ტურისტულად მიმზიდველი ადგილების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • მნიშვნელოვანია 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით (გიდად, ტურ-მენეჯერად, პროდუქტის მენეჯერად);
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
  • მიზანსწრაფული და შრომისმოყვარე;
  • ემპათიური  და გულისხმიერი;

რას გთავაზობთ ჩვენ:


  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, რომელიც ზრდადია ყოველწლიურად მიღწეული შედეგების მიხედვით;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • ულიმიტო საკომუნიკაციო ხარჯები;
  • შვებულების 28 დღე;
  • სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად;

სამუშაო დრო კვირაში 40 საათი, 5 სამუშაო დღე.


თუკი ეს ყველაფერი საინტერესოა თქვენთვის, თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიული კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, მოუთმენლად ველოდებით თქვენ შესახებ ინფორმაციას.

მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
08 აპრილი - 08 მაისი