საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა ) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ქ. ბათუმში ვაკანსიას გაყიდვების სუპერვაიზერის თანამდებობაზე:
აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ;
- საკუთარი ავტომობილოს ფლობა;
- ბათუმის უბნების კარგად ცოდნა;
- სადისტრიბუციო კომპანიაში გუნდის მართვის გამოცდილება.
- პასუხისმგებლობიანი.
- თვითორგანიზებული.
- პუნქტუალური
- ენერგიული
- შრომისმოყვარე
- გუნდურად მომუშავე.
პირობები:
- ანაზღაურება: 2800-3200 ლარი - გამოცდილების გათავლისწინებით.
- ტრანსპორტის საწვავით უზრუნველყოფა;
- სამუშაო განაკვეთი - სრული
- ჯანმრთელობის დაზღვევა
მოვალეობები:
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა.
- გაყიდვების ზრდის მიზნით ახალი ობიექტების მოძიება.
- არსებულ ობიექტებში რეალიზაციის ზრდის მიზნით ღონისძიებების გატარება.
- შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების წარმოება.
- მოლაპარაკების წარმართვა.
- გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა.
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი.
- დებიტორების კონტროლი და ანალიზი.
- სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სადისტრიბუციო კომპანიაში გუნდის მართვის გამოცდილება.
- პასუხისმგებლობიანი.
- თვითორგანიზებული.
- პუნქტუალური.
- ენერგიული.
- შრომისმოყვარე.
- გუნდურად მომუშავე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება’
- შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."