საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი, ფერმა და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში საწყობის თანამშრომლის (მუშა) თანამდებობაზე:
აუცილებელი მოთხოვნები:
- საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მოვალეობები:
- აკომპლექტებს მიღებულ შეკვეთებს.
- აწესრიგებს საწყობს, სწორად განალაგებს პროდუქციას კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად.
- აკონტროლებს პროდუქციის ვარგისიანობის ვადებს და ყურადრებას აქცევს კომპანიის კომპანიის კუთვნილი პროდუქციის ვარგისიანობის ვადების მიხედვით დალაგებას.
- სატვირთო მანქანებიდან მოახდინონ ჩატვირთული პროდუქციის ჩამოცლა და მოახდინონს დასაწყობება. ასევე უაკნ დაბრუნებული პროდუქცია მიიღონ და მოახდინონ ამ პროდუქციის დასაწყობება.
- ასრულებს ნებისმიერ სხვა სახის დავალებებს და მითითებებს , ზემოაღნიშნული დავალებების შესრულების მიზნით.
სამუშაო პირობები:
- განაკვეთი - სრული
- სამუშაო საათები: 08:00 – 17:00
- ანაზღაურება : 1200-1500
- საწყობის მისამართი: თბილისი, ავჭალა, ანდრონიკაშვილის ქ. N 151.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შრომისმოყვარეობა
- გუნდურობა
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება’
- შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."