ჯი ქეი გთავაზობთ სამსახურს მეგობრულ, პროგრესულ და სასიამოვნო საოფისე გარემოში, სადაც შეგიძლიათ სამსახურის გრაფიკი შეუთავსოთ სწავლას, შეისწავლოთ საქმე, მიიღოთ მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და მომსახურების მიმართულებით, ამასთანავე კომპანია უზრუნველყოფს ყველა სამუშაო ხარჯს.
მოთხოვნები:
სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (დამატებით ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო დონეზე ცოდნა;
გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კარიერული წინსვლისა და პოზიციური განვითარების პერსპექტივა;
მივლინებები და სხვადასხვა პრიზები საუკეთესო თანამშრომლებისთვის.
აუცილებელია კანდიდატი მუშაობდეს ოფისიდან, არ განიხილება დისტანციურად მუშაობა. შესაძლებელია ხელშეწყობა სტუდენტებისთვის. უძრავი ქონების სააგენტო ჯი ქეის ზურგს დიდი გამოცდილება, კმაყოფილი მომხმარებლები და მაღალშემოსავლიანი თანამშრომლები უმაგრებენ. მენეჯმენტი ორიენტირებულია თანამშრომლების კმაყოფილებაზე, გამომუშავებული თანხის ზედა ზღვარი კი, არ არსებობს.