ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
სასტუმრო "ROOMS Batumi“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მთავარი საწყობის კონტროლი მარაგებისა და პროდუქტის ვადიანობის მიხედვით;
- მიღებული პროდუქტის ხარისხის შემოწმება/კონტოლი და შეკვეთის ფორმის მიხედვით, მისი პროგრამაში ასახვა;
- საწყობის სისუფთავისა და პროდუქციის ორგანიზებული განლაგების უზრუნველყოფა;
- სასაქონლო ზედნადებისა და შეკვეთის ფორმის ერთმანეთთან შედარება, ერთეულის ფასისა და მოწოდებული რაოდენობის მიხედვით.
საწყობის აღწერის ჩატარება;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.