კომპანია Adjara Collective Development აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მუხიანი
გრაფიკი ცვლებში: 12 საათიანი (2 დღე 12 საათიანი მორიგეობა დღის ცვლაში; 2 დღე 12 საათიანი მორიგეობა ღამის ცვლაში; 4 დღე/ღამის მუშაობის შემდეგ 4 დღე დასვენება).
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიურად ჩაატაროს სამშენებლო ობიექტის შემოვლა და შემოწმების პროცესი;
- გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები;
- აღრიცხოს და აკონტროლოს ობიექტზე მყოფი ვიზიტორები;
- უზრუნველყოს თანამშრომლების მიერ შიდა წესების დაცვა;
- მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად;
- მოახდინოს კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
- შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება. ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს შემდეგი პუნქტების ჩათვლით ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა.