standart

გაყიდვებისა და განვადების ოპერატორი

15 აპრილი - 15 მაისი
დეტალები
მისამართი
29a ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

Citrus.ge – ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge – ზე ხელმისაწვდომია 40 000 – ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.


კომპანია “ციტრუსი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და განვადების ოპერატორის პოზიციაზე.


რისი კეთება მოგიწევს:


  • სატელეფონო , საიტიდან ან სოც.ქსელების/ჩათის მეშვეობით შემოსული, პოტენცური მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი პროდუქციის გაცნობა, მიმდინარე აქციებისა/სიახლეების შესახებ ინფორმირება და მათთვის პროდუქციის შეთავაზება.
  • საჭიროების შემთხვევებში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა.
  • მომხმარებლებისთვის განვადების პირობების გაცნობა, განაცხადის შევსება და პარტნიორ ბანკში გადაგზავნა.
  • წინასწარ განსაზღვრული ინდივიდუალური გეგმების შესრულება.

რისი ცოდნა დაგჭირდება:


  • იყო სტუდენტი ან გქონდეს სრული უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გქონდეს მომსახურების სფეროში ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • გქონდეს ეფექტური კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
  • სრულყოფილად ფლობდე ქართულ ენას;
  • სასურველია იცოდე ინგლისური და რუსული ენები სასაუბრო დონეზე.
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარები:


  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

სამუშო პირობები:


  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის N2ა
  • სამუშაო განაკვეთი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი ცვლებში, კვირაში 6 დღე. ხუთი 6 საათიანი ცვლა, ერთი 3 საათიანი ცვლა;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი (ხელზე ასაღები) + კარგი საბონუსე სისტემა, ჯამური საშუალო გამოუშავება 1200-1500.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:


  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
  • სამუშაო გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: join@crocoshop.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - “გაყიდვებისა და განვადების ოპერატორი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.


კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცისთვის ეწვიეთ - www.citrus.ge


თქვენს მიერ რეზიუმეს  გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.   ანიჭებთ შპს ციტრუსს” უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;


"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. 



გისურვებთ წარმატებას!


 

კატეგორია
საცალო ვაჭრობა
მისამართი
ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
15 აპრილი - 15 მაისი