პრემიუმი

ბუღალტერიის პედაგოგი

15 აპრილი - 15 მაისი
დეტალები
მისამართი
აჭარა, ქვემო ქართლი და თბილისი
ხელფასი
1700 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
საათობრივი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული
გამოცდილება
3-5 წელი
უნარები
ბუღალტერია, ადაპტაცია

ვაკანსიის აღწერა

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO - საგანმანათლებლო სექტორის ლიდერი კომპანიაა 25 წლიანი გამოცდილებით. 

ჩვენი სასწავლო ცენტრი აერთიანებს ტრენინგებისა და პროფესიული კურსების 50-ზე მეტ მიმართულებას.

აკადემიის ფილიალები წარმოდგენილია თბილისში , რუსთავში , ქუთაისსა და ბათუმში.

ჩვენი მიზანია, რომ მსმენლებმა მიიღონ ცოდნა და გამოცდილება, რათა გახდნენ წარმატებული პროფესიონალები.


აკადემია ორიენტირებულია თანამშრომელთა განვითარებასა და მათ კეთილდღეობაზე , ჩვენ გთავაზობთ მუდმივად მზარდ სახელფასო განაკვეთს და პროფესიულ განვითარებას.


თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი შემოგვიერთდით !

_________________

ვაკანსია: ბუღალტერიის პედაგოგის პოზიციაზე – აკადემია UNIKO (ბათუმისა და რუსთავის ფილიალებში) UNIKO აკადემია ეძებს გამოცდილ და პროფესიონალ ბუღალტერიის პედაგოგს რუსთავისა და ბათუმის ფილიალში. 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 


  •  უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში 
  •  მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიის პედაგოგად; 
  •  მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ბუღალტრად მუშაობის (სასურველია მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე); 
  •  ბუღალტრული პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება : ORIS, SuperFin, INFO, 1C – აუცილებელია; 
  •  საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის კარგად ცოდნა; 
  •  სასურველია ACCA- ს საკვალიფიკაციო კურსი (მინ. პირველი ორი დონე )

ფუნქცია-მოვალეობები:


  • სწავლების პროცესის მართვა და სტუდენტებისთვის მასალის თვისებრივი ახსნა.
  • სილაბუსის მიხედვით ხელმძღვანელობა 
  • სტუდენტების პროგრესის მონიტორინგი და საჭირო დახმარების გაწევა.

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით (ჯგუფური დატვირთულობის მიხედვით) 

ანაზღაურება: განისაზღვრება შეთანხმებით კვალიფიკაციისა შესაბამისად (1700 ლარიდან) 


 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


 UNIKO აკადემიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ UNIKO აკადემია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.

კატეგორია
განათლება
სლოგანი
სწავკა - პრაქტიკა - დასაქმება
სოციალური ქსელები
15 აპრილი - 15 მაისი