standart

დასუფთავების თანამშრომლი

16 აპრილი - 16 მაისი
დეტალები
მისამართი
მცხეთა-მთიანეთი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

სასტუმრო „Rooms Kazbegi“ აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: ყაზბეგი.

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:


  • ყოველდღიურად ასუფთავებს ტერიტორიას, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • უზრუნველყოფს ინვენტარის სისუფთავეს;
  • მონიტორინგს უწევს წუნდებულ ნივთებს;
  • დაკარგული ნივთებს ათავსებს დასუფთავების დეპარტამენტში;
  • ავსებს შესაბამის ფორმას ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
  • უზრუნველყოფს აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვას;
  • ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ატყობინებს ცვლის უფროსს/ზედამხედველს;
  • ეცნობა კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესებს და ასრულებს მოვალეობებს ამ პროცედურების გათვალისწინებით.

საჭირო უნარები:


  • სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
  • რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • საცხოვრებელს,
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/98snACcvtw
კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
16 აპრილი - 16 მაისი