საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ფერმა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი და სხვა ) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას თბილისში ბარისტას პოზიციაზე.
მოვალეობები
- ყავის და სხვა სასმელების მომზადება (სხვადასხვა სახის ყავა, ჩაი, დესერტები)
- მომხმარებელთან ურთიერთობა და შეკვეთების მიღება
- სამუშაო სივრცის სისუფთავე და წესრიგი
- სალაორთან ოპერირება და გადახდების მიღება
- კომპანიის სტანდარტების შესაბამისად საჭირო ინვენტარის მოწესრიგება, მომზადება
- პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
- თანამშრომლობა პერსონალთან
პასუხისმგებელია:
- ყავის აპარატის ყოველდღიური გაწმებდა და მოვლა, კერძოდ აპარატში დაგროვებული ნალექის ან რძის ნარჩენების მოსაშორებელი პროცედურების შესრულება
- ყავის აპარატის ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოყენება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
- აპარატისთვის საჭირო მასალების შევსება: წყლის რეზერვუარის, ყავის მარცვლების და რძის მომარაგება.
- საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური პერსონალის ინფორმირება
უნარები:
- ყავის მომზადების გამოცდილება (სასურველია);
- მომხმარებლთან მომსახურების და კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მუშაობის გამოცდილება
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება’
- შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."